1. მთავრობის სხდომას ესწრებიან:
ა) მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;
ბ) მთავრობის აპარატის უფროსი;
გ) მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსი;
დ) მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ე) მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი;
ვ) საკითხის წარმდგენი, მის მიერ ინიციირებული შესაბამისი საკითხის წარდგენისას.
2. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია სხვა პირების მოწვევაც.
3. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.
4. მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრების, დამსწრე და სხვა მოწვეული პირების დროულ შეტყობინებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ