1. საკითხები მთავრობის სხდომაზე განიხილება წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით. გამონაკლის შემთხვევაში საკითხი შეიძლება მთავრობის სხდომაზე გატანილ იქნეს მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. მთავრობის ცალკეული სხდომების ორგანიზებისათვის აუცილებელ წინამოსამზადებელ ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომელიც სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ადგენს მთავრობის  სხდომის დღის წესრიგის პროექტს და მთავრობის სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე წარუდგენს მთავრობის აპარატის უფროსს.

3. მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტი (სხდომაზე მოწვეულ პირთა სიასთან ერთად) და თანდართული მასალები მთავრობის სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე წარედგინება მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც განიხილავს და ამტკიცებს მას ან შენიშვნებით უბრუნებს მთავრობის აპარატს.

4. მთავრობის სხდომის დამტკიცებული დღის წესრიგი თანდართულ მასალებთან ერთად მთავრობის სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 1 სამუშაო დღით ადრე უნდა გადაეცეს მთავრობის წევრებს, მთავრობის აპარატის იმ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში და ცალკეულ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოწვეულ პირებს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს მთავრობის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით.

5. მთავრობის წევრები და შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან კონტროლი გაუწიონ მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი მასალების სიზუსტესა და სრულყოფილებას.

თავი IVმთავრობის სხდომის გამართვისა და პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღების წე