1. ინიციატორი უწყება, დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილ წერილთან ერთად, პროექტს წარუდგენს მთავრობის აპარატს (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებადი ელექტრონული ვერსია MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით). წარდგენილი პროექტის და რედაქტირებადი ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება.
2. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის აპარატში უნდა მოხდეს სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი საკითხები განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, თუ მთავრობის თავმჯდომარის მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
3. მთავრობის აპარატში წარდგენილი პროექტის ინიციატორს, უფლება აქვს სათანადო მოტივირებით უკან გამოითხოვოს პროექტი მთავრობის ხდომაზე განხილვამდ