1. სამართლებრივი აქტის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს  (შემდგომში – ინიციატორი უწყება):

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს (შემდგომში – სამინისტრო);

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებს.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი ინიციატორი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით, პროექტის ინიციირებას უზრუნველყოფს შესაბამის სფეროში მმართველობის განმახორციელებელი სამინისტრო(ები), იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე