1. სამართლებრივი აქტის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს/თანამდებობის პირებს (შემდგომში – ინიციატორი უწყება):
ა) სამინისტროებს;
ბ) სახელმწიფო მინისტრე(ბი)ს აპარატ(ებ)ს;
გ) პრეზიდენტს;
დ) მთავრობის ადმინისტრაციას;
ე) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს;
ვ) მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებასა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს;
ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას;
ლ) სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს;
მ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი ინიციატორი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ პროექტის ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა) წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. მუნიციპალიტეტები (გარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით.
4. პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით, პროექტის ინიციირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრ