1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობას და მთავრობის საქმიანობისათვის პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

2. პრემიერ-მინისტრი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანება