1. მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.

2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.

3. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, წინასწარი შეთანხმების, შეთანხმების, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის მიერ მისი კონტრასიგნაციის თაობაზე მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.

6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფის შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შინაარსსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას/მუნიციპალიტეტს/ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს, რომლისთვისაც ხორციელდება თანხის გამოყოფა.

კარი II

მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

თავი II

სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებისა და ინიციირების წე