1. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“.

2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:

ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;

ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.

4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 9 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.

5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროცედურის გაუვლელობა ინიციატორ უწყებას არ ზღუდავს, ხელახლა ატვირთოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების მიზნით იგივე პროექტი.

6. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს შეთანხმების ფურცელი, ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი