1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციას მატერიალური ფორმით (დედანს).
3. კანონპროექტს, გარდა ამ რეგლამენტის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა ერთოდეს:
ა) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის იდენტური ელექტრონული ვერსია (Ms Word-ის ფაილის სახით);
ბ) კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი;
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს:
ა) კანონპროექტის სახელწოდება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი უწყების სახელწოდება;
გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციები;
დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი.
5. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი კანონპროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
6. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვ