1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, კანონპროექტის ინიციირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სპეციალურ ველში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:

ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;

ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.

4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 9 წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია.

5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს კანონპროექტის კორექტირებულ ვერსია