1. ამ რეგლამენტის 32-ე/33-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია კანონპროექტს სვამს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის ველში – „კანონპროექტის შეთანხმების რეჟიმი“.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“.
3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ შეთანხმებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პრემიერ‑მინისტრის ხმა.
4. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა ხდება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით დადგენილი წესი