1. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას.
2. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში კანონპროექტი თანხმდება მთავრობასთან და შესაბამისი პოზიცია (დასკვნა) ეგზავნება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ წამყვან კომიტეტს.
3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;
ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.
8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულა