1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 32-ე მუხლისა და ამ დადგენილების 31-ე მუხლის   მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს კანონპროექტისა და მასზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშების შესწავლასა და მისი ხარისხის შემოწმებას.

2. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანამდე, კანონპროექტი და რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში შეიძლება, განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. კანონპროექტისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის განხილვისას შეიძლება მოწვეული იყვნენ ანგარიშის მომზადებაში ჩართული პირები, ისევე როგორც დაინტერესებული მხარეები და ექსპერტები.

4. თუ ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში არ შეესაბამება ამ დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტს, იგი იღებს კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და მისი ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილებას.

5. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, კანონპროექტზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შესწავლის შედეგად მოითხოვოს ინიციატორი უწყების მიერ სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება.

6. ინიციატორი უწყების მიერ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის გადამუშავების ან სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემუშავების შემდეგ შესაძლებელია კანონპროექტისა და მასზე თანდართული გადამუშავებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ხელახლა ინიციირებ