1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის თაობაზე მომზადებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასება, განმარტებით ბარათს, ამავე მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად, დაერთვება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში.
2. ინიციატორი უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი, განმარტებით ბარათთან ერთად, რომლის ნაწილია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 28-ე მუხლის მიხედვით, შესათანხმებლად ეგზავნება სამინისტროებს, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ დაფიქსირდა შენიშვნა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშთან მიმართებით, ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, უფლებამოსილია, შეიტანოს შესაბამისი ცვლილება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში ან/და კანონპროექტში და მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს დოკუმენტების კორექტირებული ვერსიები.
4. იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება არ ხდება, ინიციატორი უწყება მის მოსაზრებებსა და არგუმენტებს ასახავს კანონპროექტის თაობაზე მომზადებულ შეთანხმების ფურცელში.
5. თუ გამოთქმული შენიშვნა მოითხოვს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის გადამუშავებას, ინიციატორი უწყება იღებს შესაბამის გადაწყვეტილება