1. კანონპროექტისა და მასზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მთავრობის სხდომაზე/მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შენიშვნებით შეთანხმების შემთხვევაში, ინიციატორი უწყება ვალდებულია, მოახდინოს ანგარიშის ან/და კანონპროექტის კორექტირება შენიშვნის ავტორ უწყებასთან კოორდინაციით.
2. იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნები ეხება კონკრეტულ სექტორზე ზეგავლენების შეფასებას ან/და ალტერნატივების შერჩევას, ინიციატორი უწყება იმ უწყების წარმომადგენლებთან კოორდინაციის გზით, რომლის კომპეტენციაშიც შედის აღნიშნული სფერო, ახდენს ანგარიშის შემოწმებასა და გადამუშავებას, რის შედეგადაც, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში წარუდგენს კორექტირებულ კანონპროექტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
3. მთავრობის სხდომაზე/მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შესაძლებელია, ინიციატორ უწყებას დაევალოს სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებ