შეთანხმებული კანონპროექტი და მასზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, მთავრობის რეგლამენტის 37-ე მუხლის შესაბამისად, ეგზავნება საქართველოს პარლამენტს.

დანართი №1

იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას სავალდებულოა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება

1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“;

3. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;

4. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

5. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;

6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“;

7. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

9. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“;

10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“;

11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“;

12. საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“;

13. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;

14. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;“

15. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;

16. საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“;

17. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;

18. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“;

19. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“;

20. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.

დანართი №2

სტანდარტული რეგულირების ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადების მინიმალური მოთხოვნები

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნაწილები/თავები

სტანდარტული რეგულირების ზემოქმედების შეფასების ანგარიში

სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში

I. ზოგადი ინფორმაცია ინიციატივისა და პასუხისმგებელი ორგანოს შესახებ

სავალდებულოა

სავალდებულოა, რზშ-ს შედეგების „მოკლე შეჯამებით“

II.

ა) პრობლემის განსაზღვრა

სავალდებულოა:

– ძირითადი პრობლემის, მისი მიზეზებისა და მთავარი პირდაპირი შედეგების სავალდებულო განსაზღვრა;

– პრობლემის მასშტაბის სავალდებულო თვისობრივი აღწერა

სავალდებულოა:

– ძირითადი პრობლემის, მისი მიზეზებისა და მთავარი პირდაპირი შედეგების სავალდებულო განსაზღვრა;

– პრობლემის მასშტაბის თვისობრივი და რაოდენობრივი აღწერა

ბ) უმოქმედობის ალტერნატივა (საბაზისო სცენარი)

სავალდებულოა:

– სცენარის თვისობრივი აღწერა

სავალდებულოა:

– სცენარის თვისობრივი და რაოდენობრივი ელემენტების აღწერა

გ) მიზნები

სავალდებულოა:

– ზოგადი და კონკრეტული მიზნების დასახვა

სავალდებულოა:

– ზოგადი და კონკრეტული მიზნების დასახვა

დ) ალტერნატივების შემუშავება

სავალდებულოა

სავალდებულოა:

– სულ მცირე, ერთი არა-მარეგულირებელი ალტერნატივის ჩართვა

ე) ზეგავლენების ანალიზი

(თითოეული ალტერნატივისათვის)

სავალდებულო მახასიათებელი:

– ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, საჯარო ფინანსებისა და დარგისათვის სპეციფიკური ქვეკატეგორიები

– პირდაპირი (და არაპირდაპირი, თუ შესაძლებელია)

სავალდებულო მახასიათებელი:

– ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, საჯარო ფინანსებისა და დარგისათვის სპეციფიკური ქვეკატეგორიები

– პირდაპირი და არაპირდაპირი

– საჯარო ფინანსების ხარჯების

რაოდენობრივი შეფასება;

(თუ რაოდენობრივი შეფასება არ არის შესაძლებელი, უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების დასაბუთება და ალტერნატივის სახით თვისობრივის შეფასება);

– პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგების თვისობრივი შეფასება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და დარგისათვის სპეციფიკურ ქვეკატეგორიაზე

– ყველა პირდაპირი ხარჯისა და სარგებლის რაოდენობრივი შეფასება (ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და დარგისათვის სპეციფიკურ ქვეკატეგორიაზე);

– ყველა არაპირდაპირი ხარჯისა და სარგებლის რაოდენობრივი შეფასება (ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და დარგისათვის სპეციფიკურ ქვეკატეგორიაზე);

(თუ რაოდენობრივი შეფასება არ არის შესაძლებელი, უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების დასაბუთება და ალტერნატივის სახით თვისობრივის შეფასება

ვ) ალტერნატივების შედარება

სავალდებულო ანალიტიკური მეთოდები:

– მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი

სავალდებულო ანალიტიკური მეთოდები:

– ხარჯის/სარგებლიანობის ანალიზის შედეგები,ხარჯეფექტიანობის ანალიზი და მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი

ზ) განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების გეგმა

(სასურველი ალტერნატივისათვის)

სავალდებულოა

სავალდებულოა

III. კონსულტაციების პროცესი

სავალდებულოა:

– პროცესის აღწერა და მიღებული ინფორმაციის შეჯამება (ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებელობის შედეგების შეჯამება)

სავალდებულოა:

– პროცესის აღწერა და მიღებული ინფორმაციის შეჯამება (ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებლობის შედეგების შეჯამება)

IV. ინიციატორი უწყების კომპეტენტური პირის ხელმოწერა

სავალდებულოა

სავალდებულოა

V. დანართები

ნებაყოფლობითი

ნებაყოფლობითი.

დანართი №3

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუში

ნაწილი 1

ზოგადი ინფორმაცია ინიციატივისა და პასუხისმგებელი სამინისტროს შესახებ (მოიცავს მოკლე შეჯამებას სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში)

ზოგადი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ მოახდინა პროცესის ინიციირება და რომელია პასუხისმგებელი უწყება.

მოკლე შეჯამება უნდა იყოს ერთ ან ორგვერდიანი. მან უნდა მოიცვას შემდეგი თემები (თითოეულ თემაზე თითო მოკლე პარაგრაფი):

ინიციატივის კონტექსტი;

შესაბამისი მხარეები/ჯგუფები, რომლებზეც ინიციატივა ახდენს ზეგავლენას და კონსულტაციის პროცესის მიმოხილვა;

პრობლემის/საკითხის და მისი დაწყების შესახებ განცხადება;

ინტერვენციის საჭიროების დასაბუთება და მისი მიზნები;

გათვალისწინებული და დეტალურად გაანალიზებული ალტერნატივები;

თითოეული ალტერნატივის ზემოქმედება (შეჯამებულია ქვემოთ მოცემულის მსგავს ცხრილში).

ცხრილი 1. ალტერნატივების შედარება

შეფასების კრიტერიუმი

ალტერნატივა 1

ალტერნატივა 2

ალტერნატივა 3

სარგებელი – ხარჯები (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

კონკრეტული მიზანი 1

(ქულა (ქ) 1 )X(წონითი კოეფიციენტი (წ.კ.) 1)

(ქ 2) X (წ.კ.1)

(ქ 3) X (წ.კ.1)

კონკრეტული მიზანი 2

(ქ 4) X (წ.კ.2)

(ქ 5) X (წ.კ.2)

(ქ 6) X (წ.კ.2)

……

....

....

....

განხორციელებადობა / შესრულების სიმარტივე

(ქ 7) X (წ.კ.3)

(ქ 7) X (წ.კ.3)

(ქ 7) X (წ.კ.3)

რისკი

(ქ 8) X (წ.კ.4)

(ქ 9) X (წ.კ.4)

(ქ 10) X (წ.კ.4)

სხვა

(ქ 11) X (წ.კ.5)

(ქ 11) X (წ.კ.5)

(ქ 11) X (წ.კ.5)

შეჯამება

ჯამი

ჯამი

ჯამი.

ცხრილის შევსებისას გასათვალისწინებელია ამ დადგენილების 23-ე მუხლი.

შერჩეული ალტერნატივის თაობაზე გადაწყვეტილება;

მონიტორინგის მექანიზმების მოკლე აღწერა (ნებაყოფლობითი).

ნაწილი 2

პრობლემის განსაზღვრა

ა. პრობლემის/საკითხის გარშემო არსებული კონტექსტი

ამჟამინდელი სიტუაციისა და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ზოგადი აღწერილობა;

სამთავრობო გეგმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ. პრობლემის განსაზღვრა

პრობლემის/საკითხის არსი;

პრობლემის მიზეზები / პრობლემის განმაპირობებელი ფაქტორები;

საზოგადოების ჯგუფები, რომლებზეც ხდება ზეგავლენა, და თითოეული ჯგუფის ზომა;

თითოეული ჯგუფზე ზეგავლენის ხასიათისა და მასშტაბის შეფასება;

მთავრობის ინტერვენციის საფუძვლები.

გ. პრობლემის მონაცემების ანალიზი: არსებული ტენდენციები

პრობლემის ტენდენციები;

მოკლე განხილვა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ტენდენციები ყველა სხვა ფაქტორის უცვლელობის პირობებში;

სხვა პოლიტიკასა და რეგულაციებში შესაძლო ცვლილებების აღნიშვნა.

საბაზისო სცენარის შემუშავება

საბაზო სცენარის შემუშავება მიუთითებს პრობლემის მიმდინარე მოსალოდნელ განვითარებაზე, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით.

შეგროვებული მტკიცებულებებისა და წარსული ტენდენციების გაანალიზების საფუძველზე უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

მოსალოდნელია პრობლემის მოწესრიგება ინტერვენციისგან თავის შეკავების შემთხვევაში. რამდენად მოსალოდნელია პრობლემის გამწვავება, მისი მასშტაბის გაზრდა, ასევე ასეთი ვარაუდის წინაპირობები?

რამდენად მაღალია მოცემული სცენარის მიხედვით მოვლენათა განვითარების ალბათობა (მოსალოდნელი ყველაზე ნეგატიური და პოზიტიური შემთხვევა)?

რა ფაქტორები ახდენენენ გავლენას პრობლემის განვითარებასა და მის შედეგებზე?

რა რისკი ახლავს ინტერვენციისგან თავის შეკავებას?

რამდენად არსებობს შეუქცევადი უარყოფითი შედეგების დადგომის ალბათობა, რომელიც არსებულ პრობლემას/საკითხს განსაკუთრებით სერიოზულს ან გადაუდებელს ხდის?

ჰქონდა თუ არა მთავრობას მოცემული პრობლემის/საკითხის გადაწყვეტის მცდელობა, რა შედეგი იქონია ასეთმა მცდელობამ და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ გამოცდილებიდან?

მიზნები

ა. ზოგადი მიზნები

ზოგადი მიზნების აღწერა.

ბ. კონკრეტული და ოპერაციული მიზნები

კონკრეტული და ოპერაციული მიზნების აღწერა.

ცხრილი 2. ინტერვენციის მიზნების ცხრილის ნიმუში:

მიზანი

ინდიკატორი

პასუხისმგებლობა

დრო

კონკრეტული მიზანი 1 - ….

ოპერაციული მიზანი 1.1….

ოპერაციული მიზანი 1.2….

კონკრეტული მიზანი 2 - ….

ოპერაციული მიზანი 2.1….

ოპერაციული მიზანი 2.2….

ალტერნატივების შემუშავება

აღწერა იმისა, მოხდა თუ არა რომელიმე ალტერნატივის უარყოფა ადრეულ ეტაპზე და ამის ახსნა (ხარჯი, ეფექტიანობა, ქმედითობა, მიზნებთან შეუსაბამობა, განხორციელებადობა და ა.შ.);

ალტერნატივების მთავარი განსხვავებების აღწერა.

ალტერნატივა 1

მარეგულირებელი ინტერვენცია (შემოთავაზებული რეგულაციის აღწერა)

სცენარისა და ძირითადი ვარაუდების აღწერა;

დაინტერესებულ მხარეებზე პოტენციური ზეგავლენა;

სცენარის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მიზნების გათვალისწინებით;

პოტენციური რისკები.

ალტერნატივა 2

სხვა ალტერნატივა (შესაძლოა არამარეგულირებელი)

სცენარისა და ძირითადი ვარაუდების აღწერა;

დაინტერესებულ მხარეებზე პოტენციური ზეგავლენა;

სცენარის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მიზნების გათვალისწინებით;

პოტენციური რისკები.

ალტერნატივა 3

სხვა ალტერნატივა

სცენარისა და ძირითადი ვარაუდების აღწერა;

დაინტერესებულ მხარეებზე პოტენციური ზეგავლენა;

სცენარის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მიზნების გათვალისწინებით;

პოტენციური რისკები.

ზეგავლენების ანალიზი

ა. მეთოდოლოგიური მიდგომა

მოკლედ აღწერეთ თქვენი მეთოდოლოგიური მიდგომა: თვისობრივი ანალიზი, რაოდენობრივი ანალიზი, შერეული;

რაოდენობრივის ან შერეულის შემთხვევაში, აღნიშნეთ ის მეთოდოლოგიური მიდგომა, რომელიც გამოყენებულ იქნა კვანტიფიკაციისათვის (ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი ან ხარჯთეფექტიანობა);

წმინდა მიმდინარე ღირებულების გამოთვლის მეთოდის მოკლე აღწერა

დროის ჰორიზონტი (ჩვეულებრივ, 10 წელი ან მეტი);

გამოყენებული დისკონტირების კურსი;

რაოდენობრივი ანალიზისთვის გამოყენებული მონაცემთა წყაროებისა და ძირითადი ვარაუდების მოკლე აღწერა;

სენსიტიურობის ანალიზის მოკლე აღწერა (თუ გამოყენებულია).

ბ. შესაძლო ზემოქმედების დადგენა

ზემოქმედების ანალიზმა უნდა წარმოადგინოს როგორც შესაძლო ზემოქმედება, ასევე განაწილების შედეგები (მიუხედავად იმისა, რომ არ მომხდარა მათი გამოთვლა).

მე-3 ცხრილი უნდა დაერთოს თითოეულ ალტერნატივას ცალკე, თან უნდა ახლდეს ნარატივი, რომელიც დეტალურად აღწერს ცხრილის შევსების ძირითად მიზეზებს.

ცხრილი 3. ალტერნატივების ზეგავლენის შეჯამება (თითო ცხრილი უნდა შეავსოთ თითოეული ალტერნატივისათვის)

ზეგავლენები

სახე:

1)

პირდაპირი;

2) არაპირდაპირი

ჯგუფ(ებ)ი, რომლებმაც განიცადეს ზეგავლენა და/ან სხვა შესაბამისი ინდიკატორები, რომლებმაც განიცადეს ზეგავლენა

მოსალოდნელი შედეგების შეფასება (დადებითი ან უარყოფითი)

შესაბამისი საზომი ინდიკატორ(ებ)ი

ალტერნატივები, რომლებიც ექვემდებარება აღნიშნულ ზეგავლენას

ეკონომიკური

•

•

გარემოსდაცვითი

•

•

სოციალური

•

•

საჯარო ფინანსები

•

•

დარგისათვის სპეციფიკური ქვეკატეგორიები

•

•

ზეგავლენების ანალიზი

ალტერნატივა 1 (მარეგულირებელი)

დამატებითი ხარჯების ანალიზი (საბაზისო სცენართან მიმართებით);

ხარჯების ჩამონათვალი;

დაინტერესებულ მხარეებზე ხარჯების ზეგავლენა;

ხარჯების თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი ხარჯები)

ხარჯების რაოდენობრივი ანალიზი.

♦საჯარო ფინანსების ხარჯები (მაღალი ხარჯებისთვის მოიცავს ხარჯების დაანგარიშების აღწერილობას, მაგ.: იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატივა მოითხოვს ახალი მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბებას, ყოველი წლის ხარჯების გაანგარიშება იქნება საჯარო სექტორში საშუალო ხელფასის (რაც არის xxx დაფუძნებული ეროვნულ სტატისტიკაზე) გამრავლება თანამშრომლების რაოდენობაზე (რაც არის დაახლოებით 20 ადამიანი) დამატებული შენობის ქირავნობის ხარჯები (რაც საშუალოდ არის xxx));

♦ყველა სხვა პირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

♦ყველა არაპირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

სარგებლის ანალიზი (თუ განხორციელდება ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი)

სარგებლის ჩამონათვალი;

დაინტერესებულ მხარეებზე სარგებლის ზემოქმედება;

სარგებლის თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი სარგებელი);

სარგებლის რაოდენობრივი ანალიზი (მაღალი სარგებლისათვის მოიცავს სარგებლის დაანგარიშების აღწერას, მაგ.: თუ ალტერნატივის სარგებელი არის ახალი სამუშაო ადგილები, ყოველი წლის სარგებლის გაანგარიშება იქნება ახალი სამუშაო ადგილები (სავარაუდო) გამრავლებული საშუალო უმუშევრობის შემწეობაზე (რაც არის xxx დაფუძნებული ეროვნულ მონაცემებზე)) (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

დააზუსტეთ გაურკვევლობები და რა გავლენა შეიძლება, იქონიოს პარამეტრების ცვლილებამ ზეგავლენაზე.

ალტერნატივა 2

დამატებითი ხარჯების ანალიზი (საბაზისო სცენართან მიმართებით);

ხარჯების ჩამონათვალი;

დაინტერესებულ მხარეებზე ხარჯების ზეგავლენა;

ხარჯების თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი ხარჯები);

ხარჯების რაოდენობრივი ანალიზი.

♦ პირდაპირი შესაბამისობის ხარჯები და საჯარო ფინანსების ხარჯები;

♦ყველა სხვა პირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

ყველა არაპირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

სარგებლის ანალიზი (თუ განხორციელდება ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი);

სარგებლის ჩამონათვალი;

დაინტერესებულ მხარეებზე სარგებლის ზემოქმედება;

სარგებლის თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი სარგებელი);

სარგებლის რაოდენობრივი ანალიზი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

დააზუსტეთ გაურკვევლობები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს პარამეტრების ცვლილებამ ზეგავლენაზე.

ალტერნატივა 3

დამატებითი ხარჯების ანალიზი (საბაზისო სცენართან მიმართებით);

ხარჯების ჩამონათვალი;

დაინტერესებულ მხარეებზე ხარჯების ზეგავლენა;

ხარჯების თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი ხარჯები);

ხარჯების რაოდენობრივი ანალიზი.

♦ პირდაპირი შესაბამისობის ხარჯები და საჯარო ფინანსების ხარჯები;

♦ ყველა სხვა პირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

♦ყველა არაპირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

სარგებლის ანალიზი (თუ განხორციელდება ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი);

სარგებლის ჩამონათვალი;

დაინტერესებულ მხარეებზე სარგებლის ზემოქმედება;

სარგებლის თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი სარგებელი)

სარგებლის რაოდენობრივი ანალიზი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

დააზუსტეთ გაურკვევლობები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს პარამეტრების ცვლილებამ ზეგავლენაზე.

შეჯამება

ქვემოთ მოცემულ ორ ცხრილში აისახება ყველა გაანალიზებული ალტერნატივის დამატებითი ხარჯებისა და სარგებელის შედარება. პირველ შემთხვევაში, ეს ხდება ცხრილის სახით, ხოლო მეორეში მოცემულია გრაფიკული შედარება. აღნიშნული ცხრილები უადვილებს მკითხველს თითოეული ალტერნატივის ხარჯებისა და სარგებლის აღქმას.

ცხრილი 4. დამატებითი ხარჯებისა და სარგებლის შეჯამება (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში)

ალტერნატივა 1

ალტერნატივა 2

ალტერნატივა 3

სარგებელი (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

ხარჯები (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

სარგებელი – ხარჯები (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

რაოდენობრივი, მაგრამ არამონეტიზებული ზეგავლენები1

ძირითადი ტექსტი

ძირითადი ტექსტი

ძირითადი ტექსტი

თვისობრივი ზეგავლენები (თუ რაოდენობრივი არ არის შესაძლებელი)2

ძირითადი ტექსტი

ძირითადი ტექსტი

ძირითადი ტექსტი.

დიაგრამა 1. პოლიტიკის ალტერნატივების დამატებითი ხარჯებისა და სარგებლის შედარება (წმინდა მიმდინარე ღირებულება, ლარი) (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში)

ალტერნატივების შედარება

აღწერეთ, რომელი სხვა კრიტერიუმების გამოყენება უნდა მოხდეს (გარდა ხარჯისა და სარგებლისა) და რატომ;

აღწერეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კრიტერიუმები (რა არის მათი წონა).

ა. ალტერნატივების შეჯამება

ცხრილი 5. ალტერნატივების შეჯამება მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის გამოყენებით

ამ ცხრილის შევსებისას გასათვალისწინებელია ამ დადგენილების 23-ე მუხლი.

შეფასების კრიტერიუმი

ალტერნატივა 1

ალტერნატივა 2

ალტერნატივა 3

სარგებელი – ხარჯები (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

კონკრეტული მიზანი 1

(ქულა (ქ) 1 ) X (წონითი კოეფიციენტი (წ.კ.) 1)

(ქ 2) X (წ.კ.1)

(ქ 3) X (წ.კ.1)

კონკრეტული მიზანი 2

(ქ 4) X (წ.კ.2)

(ქ 5) X (წ.კ.2)

(ქ 6) X (წ.კ.2)

……

....

....

....

განხორციელებადობა/ შესრულების სიმარტივე

(ქ 7) X (წ.კ.3)

(ქ 7) X (წ.კ.3)

(ქ 7) X (წ.კ.3)

რისკი

(ქ 8) X (წ.კ.4)

(ქ 9) X (წ.კ.4)

(ქ 10) X (წ.კ.4)

სხვა

(ქ 11) X (წ.კ.5)

(ქ 11) X (წ.კ.5)

(ქ 11) X (წ.კ.5)

შეჯამება

ჯამი

ჯამი

ჯამი.

ბ. სასურველი ალტერნატივა

ალტერნატივების რანგირების წარმოდგენა;

სასურველი ალტერნატივის განსაზღვრა;

აღწერა, თუ მოცემული ალტერნატივა რატომ გამოიწვევს დიდ საერთო სარგებელს და როგორ დააკმაყოფილებს მიზნებს;

საჭიროების შემთხვევაში: აღწერა, თუ როგორ შემცირდა უარყოფითი ზემოქმედება.

განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (სასურველი ალტერნატივისათვის)

მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის მოკლე აღწერა;

პოლიტიკის მიზნების დაკმაყოფილების შესაბამისობისა და პროგრესირების საზომი შესრულების ინდიკატორების აღწერა;

აღწერა, თუ როგორ და როდის მოხდება ინფორმაციის შეჯამება, მოხსენება და მისი გამოყენება მარეგულირებელი ქმედებების გასაუმჯობესებლად (თუ შესაძლებელია).

ცხრილი 6. მონიტორინგისა და შეფასების გეგმის შეჯამების ცხრილის ნიმუში:

ინდიკატორი

შეფასების დრო და სიხშირე

მონიტორინგზე პასუხისმგებლობა

ინდიკატორი 1

შეფასების ადრეული თარიღი (წლიური, კვარტალური, თვიური)

დაწესებულება 1

დაწესებულება 2

დაწესებულება 3

ინდიკატორი 2

შეფასების ადრეული თარიღი (წლიური, კვარტალური, თვიური)

დაწესებულება 1

დაწესებულება 2

დაწესებულება 3

ინდიკატორი 3

შეფასების ადრეული თარიღი (წლიური, კვარტალური, თვიური)

დაწესებულება 1

დაწესებულება 2

დაწესებულება 3.

ნაწილი 3. საჯარო კონსულტაციის პროცესი

ა. პროცესის აღწერა

რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების ზოგადი ქრონოლოგია;

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და პასუხისმგებლობები, აგრეთვე გარე ექსპერტიზის გამოყენება;

სამუშაო ჯგუფში გადაწყვეტილების მიღების მიდგომა;

კონსულტაციისა და მონაცემების შეგროვების ტექნიკის მიმოხილვა 3.

პერიოდი;

რეგულირების ზეგავლენის შეფასების სხვადასხვა ეტაპის დროს გამოყენებული კონსულტაციისა და მონაცემების შეგროვების ტექნიკა;

მონაცემთა წყაროები (ისევე როგორც მონაცემების ხარისხი ან მონაცემების ხარისხის გასაუმჯობელებელი მეთოდები);

დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფები, რომელთანაც მოხდა კონსულტაციის გავლა;

დაინტერესებული მხარეების შერჩევისა და კატეგორიზაციის დროს გამოყენებული კრიტერიუმები (გავლენის წარდგენის შესაძლებლობა – ინტერესის მატრიცა).

ცხრილი 7. გავლენა-დაინტერესების ცხრილი

დაინტერესებულ მხარეთა გავლენისა და ინტერესის იდენტიფიცირების ცხრილი

გავლენა/ინტერესი

დაბალი გავლენა

მაღალი გავლენა

დაბალი ინტერესი

დაინტერესებული მხარის/დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფის სახელწოდება

მაღალი ინტერესი

ბ. მიღებული ინფორმაციის შეჯამება და ასევე შეჯამება, თუ როგორ მოხდა მათი გათვალისწინება

ცხრილი 8. კონსულტაციის პროცესის შეჯამება

დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის ნიმუში

დაინტერესებული
მხარე /დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფი

კონსულტაციის მეთოდი

პასუხების შეჯამება 4

კომენტარი

დაინტერესებული მხარის/დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფის სახელწოდება და ზომა

მაგ.: ინტერვიუები (და როდის); საკონსულტაციო დოკუმენტების მიმოხილვა; გამოკითხვა

მონაცემების/ კონსულტაციის პროცესში შეგროვილი ალტერნატივების მოკლე აღწერა

იყო თუ არა პასუხი გათვალისწინებული/ არ იყო გათვალისწინებული; რატომ? და ა.შ.

განხილვა, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული მოპოვებული მონაცემები.

ნაწილი 4. ინიციატორი უწყების კომპეტენტური პირის ხელმოწერა

ხელმოწერით დასტურდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, მათ შორის, მისი შინაარსი და რეკომენდაცია(ები).

ნაწილი 5. ტექნიკური დანართები

მოცემულ ნაწილში უნდა დაემატოს ყველა შესაბამისი დოკუმენტი და დამატებითი ინფორმაცია (როგორიცაა მეთოდოლოგიის არჩევანის დეტალური განხილვა), რომელიც ავტორების მოსაზრებით საჭიროა ანგარიშის მკითხველისათვის, მის სრულად გასაგებად.

1 ისეთი პუნქტებისთვის, სადაც სარგებელი და ხარჯის მონეტიზება ვერ ხორციელდება, მაგრამ შესაძლებელია მათი რაოდენობრივი წარმოჩენა, ჩამოთვალეთ ისინი ფიზიკურ ერთეულებში (მაგ.: ვარიანტ X-ის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა);

2 ჩამოთვალეთ ის პუნქტები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ ვერ ხორციელდება მათი რაოდენობრივად წარმოჩენა.

3 თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ კონსულტაციის პროცესი დაბალანსებული იყო და მასზე არასწორი ზეგავლენა არ მოუხდენია ერთ კონკრეტულ ჯგუფს. ასევე, როდესაც კონსულტაციები ჩატარდა მონაცემების შესაგროვებლად, ნათელი უნდა იყოს, რომ მონაცემების შეგროვების მეთოდები იყო შესაბამისი და შედეგების საიმედოობა იყო ვალიდირებულ