1. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი (გარდა ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული კანონპროექტებისა) შეთანხმებიდან, ხოლო მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტს.

2. ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში წარედგინება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად, საჯარო გაცნობის მიზნით, ხოლო სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 2 კვირისა – საქართველოს პარლამენტს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ შესაბამისი კანონპროექტი:

ა) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, ასევე კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;

ბ) შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;

გ) საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით;

დ) ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში წინასწარი შეთანხმების მიზნით ატვირთვამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, არანაკლებ 2 კვირის ვადით, ინიციატორი უწყების წარდგინების საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, საჯარო გაცნობის მიზნით.

4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

დ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება;

ე) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.

6. პარლამენტს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით.

7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული/გამარტივებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა.

8. კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განკარგულებით დანიშნულ მომხსენებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვეტილი ან შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სამსახურებრივ მივლინებაშია, რის გამოც შეუძლებელია განკარგულებით მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტს უნდა დაერთოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების ან სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თავი XII

მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წე