1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს.
2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით.
3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი შეიძლება შეთანხმებულ იქნეს შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით.
4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
6. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს – კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღე