1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს კანონპროექტის შესწავლას როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართლებრივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანამდე, კანონპროექტი შეიძლება განხილულ იქნეს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა კანონპროექტის დამატებით რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს კანონპროექტის გადაგზავნას დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან).
4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს პოზიციების შეჯერებას ინიციატორი და დაინტერესებული უწყებ(ებ)ის უფლებამოსილი პირების მონაწილეობით.
5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე;
გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
7. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ:
ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან;
გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს.
8. კანონპროექტის თაობაზე სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანთან პოზიციების შეჯერებას.
9. ინიციატორი უწყების მიერ სამართლებრივი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველ კანონპროექტს დაერთვის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამართლებრივი დასკვნ