1. კანონპროექტის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარმოდგენაზე უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებები, მათი მმართველობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ერთმანეთთან კოორდინაციით, უზრუნველყოფენ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებასა და შესაბამისი ანგარიშის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით.
2. საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტის წარმოდგენის (მისი მთავრობის მიერ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარსადგენად) უფლების მქონე სახელმწიფო დაწესებულებებში (მათ შორის, მათი მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) შესაძლებელია, განისაზღვროს რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების უფლებამოსილი ერთი ან რამდენიმე სტრუქტურული ერთეული.
3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და ანგარიშის მომზადებაზე უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, ამის შესახებ შესაძლებელია, აღინიშნოს სახელმწიფო დაწესებულების ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში. ასეთი აღნიშვნის არარსებობის შემთხვევაში, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებასა და ანგარიშის მომზადებაზე უფლებამოსილია ის სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციებიც ითვალისწინებს კანონპროექტების მომზადებას ან/და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას. დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ცალკეული კანონპროექტების მომზადებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების ვალდებულება დააკისროს სხვა სტრუქტურულ ერთეულს/ერთეულებს.
4. სახელმწიფო დაწესებულება უფლებამოსილია, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად ხელშეკრულება გააფორმოს სხვა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთა