1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 171 მუხლის შესაბამისად, რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულოა:

ა) ამ დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტების ნუსხაში შემავალ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას, თუ ამ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა;

ბ) ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ მომზადებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგულირების ზეგავლენის შეფასება შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს ნებისმიერი ნორმატიული (მათ შორის, კანონქვემდებარე) აქტის პროექტის მომზადებისას, მისი ავტორის/ინიციატორის − საქართველოს მთავრობის ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულების გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინიციატორი უფლებამოსილია, კონკრეტულ ინიციატივასთან მიმართებით, შეიმუშაოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების სპეციფიკური პროცესი, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დადგენილებასთა