ამ დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
ა) სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას ან მის მიხედვით დადგინდა საკითხის სიღრმისეული შესწავლის აუცილებლობა, რის გარეშეც ანგარიშიდან საკმარისად ნათლად არ ჩანს რეგულირების მოსალოდნელი შედეგები;
ბ) სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას ან მის მიხედვით დადგინდა, რომ შერჩეული ალტერნატივის განხორციელების ხარჯი კანონის (მისი ძირითადი ნაწილის რეგულირების) ამოქმედებიდან მომდევნო 3 უწყვეტი წლის განმავლობაში 10 მლნ ლარს აღემატება;
გ) სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას ან მის მიხედვით დადგინდა, რომ შერჩეულ ალტერნატივას განსაკუთრებულად დიდი ზეგავლენა აქვს რომელიმე დარგზე ან მის ქვესექტორზე;
დ) საკითხმა/პრობლემამ გამოიწვია დაინტერესებულ მხარეებს შორის აზრთა არსებითი სხვაობა ძირითად საკითხებზე ან მოსალოდნელია ასეთის არსებობ