1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების განსახორციელებლად საჭირო ანალიტიკური ძალისხმევისა და სხვა რესურსების პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების შემდეგი ორი სახის ანგარიში:
ა) სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება გამოვლენილი პრობლემის/საკითხის სიღრმისეული მიმოხილვა. იგი ტარდება რეგულირების საჭიროების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მისი შედგენა სავალდებულოა ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევებში;
ბ) სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სიღრმისეული ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი, სხვადასხვა ალტერნატივის დეტალური ზეგავლენის შეფასების მიზნით. სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიზანია არა მხოლოდ ზეგავლენის რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა, არამედ შედეგების მონეტიზაცია. სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შედგენის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ან შესაბამის საკითხზე მომუშავე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცედურები უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების მე-13 მუხლში მოცემული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანალიტიკურ ეტაპებს.
3. სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშისა და სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისათვის მინიმალური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დადგენილების დანართ №2-ი