1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ანალიტიკური ეტაპებია:

ა) პრობლემის/საკითხის განსაზღვრა;

ბ) საბაზისო სცენარის განსაზღვრა;

გ) ინტერვენციის მიზნების დასახვა;

დ) ალტერნატივების შემუშავება (მათ შორის, ინტერვენციისგან თავის შეკავების ვარიანტი);

ე) ზეგავლენების ანალიზი (მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზები);

ვ) ალტერნატივების შედარება და შეფასება;

ზ) მონიტორინგისა და განხორციელების გეგმის შედგენა.

2. ამ დადგენილების 25-ე მუხლის შესაბამისად, რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესს თან ახლავს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები, რათა რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგად მომზადებული ანგარიში და მისი შემუშავების პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ღია ყველა დაინტერესებული მხარისთვი