1. პრობლემის/საკითხის განსაზღვრისა და მიზნების დასახვის შემდეგ შემუშავდება მისი მოგვარების ალტერნატივები. ალტერნატივების შემუშავებისას ხდება პრობლემის გადაჭრისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაბამისი გზებისა და ინსტრუმენტების შესწავლა. შესაძლებელია ალტერნატივების შემუშავების პროცესში სხვადასხვა ვარიანტის გაერთიანება.

2. ალტერნატივებს წარმოადგენს:

ა) უმოქმედობის (ინტერვენციისგან თავის შეკავების) სცენარი;

ბ) პრობლემის მოგვარება მხოლოდ ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების გზით − საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით;

გ) თვითრეგულირება − კონკრეტული სექტორის მიერ, ნებაყოფლობით საწყისებზე, პრობლემის გადაჭრის მიზნით, ქცევის წესების შემუშავება;

დ) თანარეგულირება − კერძო სექტორის მიერ შემუშავებული ქცევის წესების სავალდებულოდ აღიარება სახელმწიფოს მიერ;

ე) ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის რეგულირება − როგორც ახალი რეგულაციის მიღებით, ისე არსებულ ნორმატიულ ჩარჩოში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გზით;

ვ) ზემოაღნიშნული ვარიანტების გაერთიანება.

3. ალტერნატივების შემუშავებისას, საბაზისო/უმოქმედობის სცენარი გამოიყენება როგორც შედარების საფუძველი სხვა ალტრნატივებისთვის.

4. საბაზისო/უმოქმედობის სცენარი ეფუძნება ვარაუდს, რომ არსებული პირობები და პოლიტიკის პრიორიტეტები უცვლელი დარჩება, ხოლო პრობლემა განვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

5. ალტერნატივებში დეტალურად უნდა იყოს მოცემული ინფორმაცია სცენართან დაკავშირებული მთავარი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებების, ალტერნატივებთან დაკავშირებული ძირითადი ვარაუდების, აგრეთვე მათი განხორციელების შესაძლო რისკების თაობაზე.

6. ალტერნატივები უნდა მოიცავდეს ყველა ალტერნატივის, მათ შორის, იმ ალტერნატივების აღწერასაც, რომელთა გაანალიზება მოხდა საწყის სტადიაზე და არ იქნა მიჩნეული განხორციელებისათვის ვარგისა