1. საბაზისო სცენარის განსაზღვრის დროს ხდება პრობლემასთან/საკითხთან დაკავშირებული რეგულირების უცვლელად შენარჩუნების ან/და ინტერვენციისგან თავის შეკავების შემთხვევაში მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების ანალიზი/პროგნოზი, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, იმ დაშვებით, რომ პრობლემაზე არ განხორციელდება სათანადო რეაგირება.
2. საბაზისო სცენარის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა:
ა) რამდენად მოსალოდნელია პრობლემის მოწესრიგება ინტერვენციისგან თავის შეკავების შემთხვევაში. რამდენად მოსალოდნელია პრობლემის გამწვავება, მისი მასშტაბის გაზრდა, ასევე ასეთი ვარაუდის წინაპირობები;
ბ) რამდენად მაღალია მოცემული სცენარის მიხედვით მოვლენათა განვითარების ალბათობა;
გ) რამდენად არსებობს შეუქცევადი უარყოფითი შედეგების დადგომის ალბათობა, რომელიც არსებულ პრობლემას/საკითხს განსაკუთრებით სერიოზულს ან გადაუდებელს ხდის;
დ) რა ფაქტორები ახდენს გავლენას პრობლემის განვითარებასა და მის შედეგებზე;
ე) რა რისკი ახლავს ინტერვენციისგან თავის შეკავებას;
ვ) ჰქონდა თუ არა მთავრობას (მთავრობაში შემავალ დაწესებულებებს ან სხვა დაწესებულებებს) მოცემული პრობლემის/საკითხის გადაწყვეტის მცდელობა. რა შედეგი იქონია ასეთმა მცდელობამ და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ გამოცდილებიდა