1. პრობლემის/საკითხის განსაზღვრა წარმოადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასების საწყის ეტაპს, რომლის დროსაც ხდება ინტერვენციის საჭიროების დადგენა. ამ ეტაპზე ხდება კონკრეტული პრობლემის განსაზღვრა, მისი აღწერა, დასარეგულირებელი საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის წარმოჩენა და მასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირება.
2. პრობლემის/საკითხის მნიშვნელობა წარმოადგენს შესაბამის სფეროში არსებული პოლიტიკური ვალდებულებების ხარისხისა და პრობლემის გადაჭრის/საკითხის მოწესრიგების გადაუდებლობის შესახებ საზოგადოების მოსაზრებას.
3. პრობლემის/საკითხის მასშტაბი განსაზღვრავს მისი შედეგების ბუნებასა და ფარგლებს, რომელსაც იგი იწვევს ეკონომიკაზე, საზოგადოებასა და გარემოზე.
4. პრობლემის განსაზღვრის ეტაპზე ხდება გამოვლენილი პრობლემის/საკითხის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ანალიზი. ამ ეტაპზე პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ ძირითად კითხვებს:
ა) რაში მდგომარეობს პრობლემა/საკითხი;
ბ) რაში გამოიხატება პრობლემის/საკითხის შედეგები. რამდენად მწვავე ან/და გადაუდებელია მისი მოწესრიგება;
გ) ვისზე/რაზე ახდენს პრობლემა/საკითხი გავლენას და როგორია ეს გავლენა;
დ) რა არის პრობლემის/საკითხის გამომწვევი მიზეზი;
ე) რამდენად საჭიროა მარეგულირებელი ჩარევა პრობლემის/საკითხის მოსაგვარებლად;
ვ) ვინ განიხილავს დასარეგულირებელ საკითხს პრობლემურად.
5. პრობლემის/საკითხის განსაზღვრის ეტაპზე ხდება „სიტუაციის ანალიზის“ შემუშავება, რომელიც მოიცავს ინსტიტუციური ან/და სამართლებრივი ჩარჩოს მოქმედებისა და მათი შესაძლო ნაკლოვანებების ანალიზს. სიტუაციური ანალიზის განსახორციელებლად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ ძირითად კითხვებს:
ა) რომელი საკანონმდებლო, ნორმატიული და/ან ინდივიდუალური აქტებით რეგულირდება პრობლემასთან/საკითხთან დაკავშირებულ სფერო;
ბ) დარეგულირებულია თუ არა პრობლემა/საკითხი ნორმატიული აქტით;
გ) გამოვლენილია თუ არა პრობლემის/საკითხის რეგულირების დანერგვასთან ან/და განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები;
დ) არსებულ ვითარებაში აქვს თუ არა ადგილი სხვადასხვა ჯგუფის მიმართ არათანაბარ მოპყრობას ან ქვეყნის მასშტაბით არსებულ პრობლემასთან/საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო, სხვა ნორმატიული ან/და ინდივიდუალური აქტების არაერთგვაროვან დანერგვას ან/და განხორციელება