1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში უნდა შემუშავდეს სტანდარტული ფორმით, რომელიც ხუთი ნაწილისაგან შედგება.
2. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პირველ ნაწილში ასახულია ზოგადი ინფორმაცია ინიციატივისა და პასუხისმგებელი სამინისტროს ან სხვა პასუხისმგებელი უწყების თაობაზე.
3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მე-2 ნაწილში ასახულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ამ დადგენილების მე-13 მუხლით განსაზღვრული ანალიტიკური ეტაპები.
4. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მე-3 ნაწილში უნდა აისახოს ინფორმაცია განხორციელებული პროცედურული ეტაპებისა და საჯარო კონსულტაციების შედეგების შესახებ.
5. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მე-4 ნაწილში აისახება ინიციატორი უწყების კომპეტენტური პირის ხელმოწერა.
6. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშს შესაძლებელია, დაერთოს დანართები, რომელიც განისაზღვრება, როგორც ანგარიშის მე-5 ნაწილი.
7. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში ნათლად უნდა მიეთითოს მისი მომზადების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებებისა და წყაროების შესახებ.
8. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუში (დანართი №3) წარმოადგენს ანგარიშის რეკომენდებულ ფორმას. კანონპროექტის ინიციირებისათვის მომზადების პროცესში შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა ფორმაც, რომელიც შედგენილი იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვი