რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები:

ა) ინიციირებული ინტერვენცია უნდა იყოს საჭირო ან/და მიზანშეწონილი საზოგადოებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად;

ბ) ინიციირებული ინტერვენცია უნდა იყოს ეფექტიანი – მას უნდა ჰქონდეს იმ მიზნებისა და ამოცანების მიღწევის პერსპექტივა, რომლის გადაჭრისთვისაც იქნა ის შემუშავებული/შერჩეული;

გ) პროპორციულობის პრინციპი – შეთავაზებული ინტერვენცია უნდა იყოს მოსაგვარებელი პრობლემის/საკითხის და მიზნის პროპორციული;

დ) რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ – საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით;

ე) რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების შედეგად შერჩეული ინტერვენცია უნდა იყოს განხორციელებადი – იგი შესაბამისობაში უნდა იყოს სამთავრობო პროგრამასა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებთან, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) და უნდა შეესაბამებოდეს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებ