ამ დადგენილების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რეგულირების ზეგავლენის შეფასება − სისტემური მიდგომა მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად. რეგულირების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკის საკითხების სტრუქტურულად განსაზღვრასა და რეგულაციის ან არამარეგულირებელი ქმედების მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგების შეფასებას;
ბ) ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი − რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც კონკრეტული ალტერნატივის განხორციელების დანახარჯებისა და სარგებლის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა;
გ) ხარჯთეფექტიანობის ანალიზი − რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება სარგებლის ფულად მაჩვენებელში გამოსახვის გართულების ან ყველა მაჩვენებლის ფულად ერთეულში გამოხატვის შეუძლებლობის შემთხვევაში. ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი მოიცავს თითოეული ალტერნატივის ხარჯებისა და შესაბამისი ეფექტის თანაფარდობის დათვლას, სადაც ხარჯები არის მონეტიზებული, ეფექტი კი სხვადასხვა (არამონეტიზებული) მაჩვენებლით არის წარმოდგენილი;
დ) მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი − რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც აჯამებს ზეგავლენის რაოდენობრივ, თვისობრივ და მონეტარულ შეფასებებს და იძლევა ალტერნატივის სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შესაძლებლობას;
ე) დისკონტირება − სამომავლო თანხის მიმდინარე ღირებულების გამოთვლის პროცესი;
ვ) მონიტორინგი და შეფასება − სისტემური მიდგომა, რომელიც აფასებს ინტერვენციის განხორციელების პროცესსა და მის შედეგებს;
ზ) კონსულტაცია − რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადების ნებისმიერ ეტაპზე დაინტერესებულ მხარეებსა და ჯგუფებთან კავშირი, მათ შორის, ინფორმაციის, მოსაზრებებისა და მონაცემების მოპოვების მიზნით;
თ) დაინტერესებული მხარეები:
თ.ა) ფიზიკური პირები, ჯგუფები ან ორგანიზაციები, რომელთა ინტერესსა და საქმიანობაზე ზეგავლენას ახდენს ან შეიძლება, მოახდინოს ინტერვენციამ;
თ.ბ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ზეგავლენის შეფასების, სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას, რესურსებსა და გამოცდილებას;
თ.გ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ინტერვენციის განხორციელებაში;
ი) ინტერვენცია − მარეგულირებელი ან არამარეგულირებელი ქმედება, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების შედეგად შეირჩა, როგორც პრობლემის გადაჭრის გზა;
კ) რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში − რეგულირების ზეგავლენის შეფასების საბოლოო დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია ინტერვენციის ინიციატორის მიე