1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 171 მუხლის შესაბამისად, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ვალდებულება არ ვრცელდება კანონპროექტზე, როდესაც იგი:
ა) ეხება საბიუჯეტო საკითხებს (მათ შორის, წლიურ საბიუჯეტო კანონის პროექტს);
ბ) ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებს;
გ) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას ან იმგვარ სხვა ტექნიკურ ცვლილებას, რომელიც მიზნად ისახავს კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებას და არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპებსა და ძირითად დებულებებს;
დ) ითვალისწინებს კანონის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ე) შედის საკანონმდებლო პაკეტში თანმდევი კანონპროექტის სახით და არ შეიცავს პაკეტში შემავალი მთავარი კანონპროექტით გაუთვალისწინებელ საკითხებს.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც კანონპროექტის მომზადებისა და წარდგენის დაყოვნება გაუმართლებელია, კანონპროექტის მომზადების პროცესში ან საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით კანონპროექტის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით მთავრობის წევრებისთვის შესათანხმებლად გაგზავნის დროს, კანონპროექტის ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოს მთავრობამ, დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ვალდებულებისგა