1. ბირჟის ოპერატორი, ყოველი სამუშაო დღის 14:00 საათამდე, თითოეულ მონაწილეს აცნობებს საბაზისო გარანტიის ოდენობის შესახებ, მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე საბაზისო გარანტიის სრული ოდენობის თაობაზე ინფორმაციის განთავსებით.

2. ვაჭრობის ყოველი დღის 10:00 საათამდე, პლატფორმაზე, თითოეული მონაწილის ანგარიშზე აისახება ინფორმაცია:

ა) ვაჭრობაში მონაწილეობის დადასტურების შესახებ  – თუ ვაჭრობის დღის 9:00 საათისათვის მონაწილეს წარდგენილი აქვს საკმარისი ოდენობის გარანტია;

ბ) ვაჭრობაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ – თუ ვაჭრობის დღის 9:00 საათისათვის მონაწილეს არ აქვს წარდგენილი საკმარისი ოდენობის გარანტია.

3. გარანტიის წარდგენის ან წარუდგენლობის გამო აუქციონში მონაწილეობის დადასტურება ან შეჩერება ერთდროულად ვრცელდება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე.

4. თუ მონაწილეს წარდგენილი ჰქონდა მოთხოვნილზე მეტი ოდენობის გარანტია და ის საკმარისია გაზრდილი გარანტიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც, საკლირინგო ანგარიშზე ინფორმაცია მაინც აისახება, თუმცა მონაწილეს საპასუხოდ რაიმე მოქმედების შესრულება არ მოეთხოვებ