1. განსაკუთრებული გარანტიის მოთხოვნა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, როცა გადაუხდელობის რისკი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ასეთ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი, არადისკრიმინაციულობის პრინციპის დაცვით, შესაბამის მონაწილეს განუსაზღვრავს განსაკუთრებული გარანტიის ოდენობას, გაანგარიშების წესს, გამოყენების მიზეზებსა და წარდგენის ვადას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევის დადგომისთანავე, ბირჟის ოპერატორი დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის მონაწილეს “განსაკუთრებული გარანტიის მოთხოვნის შესახებ” შეტყობინებას, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
3. განსაკუთრებული გარანტიის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს ერთ დღეზე ნაკლებ