1. საბაზისო გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ბირჟის ოპერატორი.

2. საბაზისო გარანტიის ოდენობა დგინდება ვაჭრობის ყოველი დღისათვის, ერთდროულად დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის და ის იცვლება მონაწილის ვაჭრობის მოცულობის ან რისკის პარამეტრის ცვლილების შესაბამისად.

3. საბაზისო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით:

4. თუ მონაწილემ ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში ბირჟაზე იყიდა და გაყიდა ელექტროენერგია, დღის პოზიციის გაანგარიშებისას, შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას გამოაკლდება ამ პერიოდში გაყიდული ელექტროენერგიის მაქსიმალური რაოდენობა.

5. მონაწილის დღის პოზიციისა და რისკის პარამეტრის გაანგარიშების კალკულატორი ხელმისაწვდომია ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე. რისკის პარამეტრის გაანგარიშების პერიოდის ცვლილების შესახებ მონაწილეებს უნდა ეცნობოს არანაკლებ ორი დღით ადრე როგორც საკლირინგო წარმომადგენლებთან შეტყობინების გაგზავნით, ისე – ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე განთავსები