1. ბირჟაზე ფინანსური ანგარიშსწორების პროცესი მოიცავს:
ა) ბირჟაზე აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფას;
ბ) ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების შესაბამისად, მონაწილეთა მიერ გადასახდელი და მისაღები თანხების გაანგარიშებას (ფიზიკური კლირინგი);
გ) ამ პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გაანგარიშებების შესაბამისად, მონაწილეთა საკლირინგო ანგარიშების განახლებას და ინვოისების გაგზავნას, სადაც მოცემულია ფინანსური ვალდებულებების გაქვითვის შედეგად მიღებული რაოდენობა და თანხა (ფინანსური კლირინგი);
დ) ფინანსური კლირინგის შესაბამისად, ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად თანხის გადარიცხვას.
2. ბირჟის ოპერატორი, როგორც ცენტრალური ფინანსური მხარე, წარმოადგენს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ბირჟაზე დადებული ხელშეკრულების მხარეს და პასუხისმგებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაწილეებისათვის გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი სუბიექტების მიერ გადახდილი თანხა/წარდგენილი გარანტია ამისათვის საკმარისი არ არის.
3. ბირჟაზე აღებული ფინანსური ვალდებულებები სრულდება ვაჭრობის შედეგების შესაბამისად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდებისა და მოხმარების მიუხედავად.
4. ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად ან მისაწოდებლად, ბირჟის ოპერატორი უკავშირდება მონაწილის საკლირინგო წარმომადგენელ