1. განაცხადების თანხვედრა გულისხმობს ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განაცხადების დაწყვილებას შესატყვისი ფასის, რაოდენობისა და ფიზიკური მიწოდების პერიოდის მიხედვით.

2. დღიურ ბაზარზე თანხვედრილი განაცხადებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს ახლად განთავსებული ან ახლად შეცვლილი განაცხადი, რომელიც განთავსებისთანავე ავტომატურად დაწყვილდა პლატფორმაზე უკვე არსებულ განაცხადთან.

3. განაცხადები წყვილდება ფასისა და დროის პრინციპების მიხედვით:

ა) ფასის პრინციპი გულისხმობს პლატფორმაზე ახლად განთავსებული განაცხადის თანხვედრას პლატფორმაზე უკვე არსებულ საუკეთესო ფასის განაცხადთან: ახლად განთავსებული ყიდვის განაცხადის შემთხვევაში, საუკეთესო ფასის განაცხადია პლატფორმაზე არსებული გაყიდვის ყველაზე დაბალი ფასის განაცხადი, ხოლო  ახლად განთავსებული გაყიდვის განაცხადის შემთხვევაში - პლატფორმაზე არსებული ყიდვის ყველაზე მაღალი ფასის განაცხადი;

ბ) დროის პრინციპი გულისხმობს უფრო ადრე განთავსებული განაცხადისთვის უპირატესობის მინიჭებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საუკეთესო ფასის რამდენიმე განაცხადი.

4. დღიურ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება პლატფორმაზე უკვე არსებული საუკეთესო ფასის განაცხადით:

ა) თუ ახლადგანთავსებული ყიდვის განაცხადი დაწყვილდა პლატფორმაზე არსებულ გაყიდვის განაცხადთან, გაყიდვის განაცხადის ფასი წარმოადგენს ელექტროენერგიის ფასს;

ბ) თუ ახლადგანთავსებული გაყიდვის  განაცხადი დაწყვილდა პლატფორმაზე არსებულ ყიდვის განაცხადთან, ყიდვის განაცხადის ფასი წარმოადგენს ელექტროენერგიის ფა