1. დღიურ ბაზარზე განთავსებულ თითოეულ განაცხადში მონაწილემ უნდა მიუთითოს:

ა) განაცხადი შეეხება ელექტროენერგიის გაყიდვას თუ ყიდვას;

ბ) ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი;

გ) განაცხადის ტიპი;

დ) ფიზიკური მიწოდების პერიოდი, რომლისთვისაც მონაწილე ყიდის/ყიდულობს ელექტროენერგიას.

2. დღიურ ბაზარზე განთავსებულ თითოეულ განაცხადში მონაწილეს შეუძლია მიუთითოს პლატფორმაზე განაცხადის დატოვების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ განაცხადი ავტომატურად გაუქმდება პლატფორმიდან.

3. განაცხადი ძალაშია რეგისტრაციის მომენტიდან, მისი შეცვლის, გაუქმების ან შესატყვის განაცხადთან თანხვედრის მომენტამდ