1. დღიურ ბაზარზე მონაწილეებს შეუძლიათ ელექტროენერგიით ვაჭრობა მიმდინარე დღის თითოეული საათისათვის. დღიურ ბაზარზე ვაჭრობა შესაძლებელია ასევე მომდევნო დღისათვის, მას შემდეგ, რაც დაიხურება დღით ადრე ბაზარი. ამ მიზნით, დღიურ ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს უწყვეტად, ყოველ კალენდარულ დღეს.
2. დღიურ ბაზარზე განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განთავსდება მისი შესატყვისი განაცხადი, რომელშიც თანხვედრაშია ფასი, რაოდენობა და ფიზიკური მიწოდების პერიოდი. შედეგად, მონაწილის მიერ გაყიდული ელექტროენერგიის ფასი მეტია ან უდრის მის განაცხადში შეთავაზებულ ფასს, ხოლო მონაწილის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფასი ნაკლებია ან უდრის მის განაცხადში შეთავაზებულ ფასს.
3. დღიურ ბაზარზე დაკმაყოფილებული განაცხადები ავტომატურად ექვემდებარება ფინანსურ ანგარიშსწორებას, განაცხადის ფასის პრინციპით, გარდა ამ წესების მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის