1. მონაწილეს დღიურ ბაზარზე შეუძლია განათავსოს ამ წესების 36-ე მუხლით გათვალისწინებულ განაცხადები.
2. დღიური ბაზარი იხსნება ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარული დღის 13:00 საათზე. დღიურ ბაზარზე განაცხადები შესაძლებელია განთავსდეს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდებისთვის განსაზღვრულ ვადამდე ერთი საათით ადრე (ვაჭრობის დახურვა).
3. განაცხადის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია შეცვლის ან გაუქმების შესახებ განაცხადის პლატფორმაზე განთავსებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ჯერ არ არის თანხვედრილი.
4. ვაჭრობის დახურვის შემდეგ მონაწილის განაცხადი აღარ მიიღება, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით არ იყო ის დროულად განთავსებული.
5. იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმას აქვს ტექნიკური ხარვეზი, ან/და ობიექტური მიზეზის გამო, მონაწილეებისთვის პლატფორმა არ არის ხელმისაწვდომი, ბირჟის ოპერატორს შეუძლია, დაუშვას განთავსებული განაცხადების შეცვლა ან გაუქმებ