1. თუ მონაწილე ვაჭრობისას დაუშვებს შეცდომას, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბირჟის ოპერატორს.

2. მონაწილის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ შეტყობინების მიღებისას, ბირჟის ოპერატორმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან აიცილოს ან მაქსიმალურად შეამციროს ამ ან სხვა მონაწილისა და ბაზრისთვის ზიანის მიყენების რისკი.

3. თუ ბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მონაწილემ განაცხადის გაკეთებისას დაუშვა შეცდომა, ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს შესთავაზოს მონაწილეს განაცხადის შესწორებ