1. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენისთანავე (არაუგვიანეს ვაჭრობის დღის 13:00 საათისა), ბაზრის თითოეული მონაწილისათვის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ხდება დადასტურებული მონაცემები მისი ტრანზაქციების შესახებ, მომდევნო დღის ყოველი საათისათვის.
2. ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, მაგრამ არაუგვიანეს ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენიდან ერთ საათშ