1. ამ წესის მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი ზარალის მატარებელი საკრედიტო მოთხოვნა შენარჩუნებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც შენარჩუნებული საკრედიტო რისკი სუბორდინირებულია იმავე საკრედიტო მოთხოვნების სეკიურიტიზებულ საკრედიტო რისკთან მიმართებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, პირველადი ზარალის მატარებელი საკრედიტო მოთხოვნა შენარჩუნებულად ჩაითვლება აგრეთვე ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის მიერ საკრედიტო მოთხოვნის დისკონტირებული ღირებულებით გაყიდვის მეშვეობით, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) დისკონტის ოდენობა არ არის თითოეული საკრედიტო მოთხოვნის ნომინალური ღირებულების 5%-ზე ნაკლები;

ბ) ნასყიდობის დისკონტირებული ფასი შესაძლოა დაუბრუნდეს ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის დაფარული საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკების ზარალი