1. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების დონის გასაზომად გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) საბაზისო აქტივების სეკიურიტიზაციის თარიღად მიიჩნევა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი თარიღი:
ა.ა) ფასიანი ქაღალდების გამოშვების თარიღი;
ა.ბ) ინიციატორსა და ინვესტორს შორის გაფორმებული საკრედიტო დაცვის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი;
ბ) თუ რისკის შენარჩუნების დონის გაანგარიშება დაფუძნებულია ნომინალურ ღირებულებაზე, აქტივების შეძენის ფასი არ გაითვალისწინება ამ გაანგარიშებაში;
გ) ტრადიციული სეკიურიტიზაციის ფარგლებში, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება საკომისიო შემოსავლები და შესაბამისი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საბაზისო აქტივებთან;
დ) მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შესანარჩუნებლად გამოყენებული მეთოდი და გამოსათვლელი მეთოდოლოგია არ უნდა შეიცვალოს სეკიურიტიზაციის მოქმედების განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება განპირობებულია განსაკუთრებული გარემოებებით და მისი მიზანი არ არის შენარჩუნებული ინტერესის შემცირება. მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შესანარჩუნებლად გამოყენებული მეთოდის ცვლილებისთვის საჭიროა ეროვნული ბანკის თანხმობა.
2. თუ შენარჩუნებულ მოთხოვნებზე/პოზიციებზე წარმოიშობა ზარალი, ინიციატორი/თავდაპირველი კრედიტორი ვალდებული არ არის კვლავ 5%-მდე შეავსოს შენარჩუნებული მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერეს