მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით:
ა) ინვესტორთათვის მიყიდული ან გადაცემული თითოეული ტრანშის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის შენარჩუნებით;
ბ) თუ ხორციელდება რევოლვირებადი სეკიურიტიზაცია ან საბაზისო აქტივები რევოლვირებადია, თითოეული სეკიურიტიზებული საბაზისო აქტივის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის შენარჩუნებით;
გ) პირველადი ზარალის ტრანშის 5%-ის შენარჩუნებით და, თუკი იგი არ აღწევს საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების 5%-ს, დამატებით, სხვა ტრანშების შენარჩუნებით, რომლებსაც ინვესტორებისათვის მიყიდულ ან გადაცემულ ტრანშებთან შედარებით აქვთ იგივე ან უფრო მაღალი რისკის პროფილი და ვადამოსული არ ხდება მათზე უფრო ადრე, ისე რომ მთლიანობაში შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების სულ მცირე 5%-ს შეადგენს;
დ) პირველადი ზარალის მატარებელი საკრედიტო მოთხოვნების იმ ნაწილის შენარჩუნებით, რომელიც შეადგენს თითოეული საბაზისო აქტივის არანაკლებ 5%-