1. სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მიზნით, განმცხადებელმა, კანონის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების/ინფორმაციის გარდა, ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:
ა) სეკიურიტიზაციის მონაწილეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათი სადამფუძნებლო დოკუმენტები/შეთანხმებები და უახლესი ამონაწერები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მაძიებელი სპეციალური მიზნობრივი ერთეულის რეგისტრაციისა და მართვის ადგილი მდებარეობს საქართველოში;
გ) სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში – აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სეკიურიტიზაციის ფონდის დაფუძნების შესახებ;
დ) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში – ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერა;
ე) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში – მმართველი ორგანოს ყველა წევრის (გარდა კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ე.ა) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლს/ასლებს;
ე.ბ) ინფორმაციას მმართველი ორგანოს წევრის განათლებისა და გამოცდილების შესახებ (მათ შორის, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლს/ასლებსა და პირად რეზიუმეს);
ე.გ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;
ე.დ) სეკიურიტიზაციის კომპანიის მმართველი ორგანოს წევრის განცხადებას, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;
ე.ე) სეკიურიტიზაციის კომპანიის წერილობით დასტურს, რომ მის მიერ შემოწმებულია მმართველი ორგანოს წევრის შესახებ ინფორმაცია, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და რომ ეს ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;
ე.ვ) აღმასრულებელი ფუნქციების მქონე მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – სამუშაოს აღწერილობასა და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ;
ე.ზ) ყველა იმ გარემოების აღწერას, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი და საფრთხე შეუქმნას მმართველი ორგანოს წევრის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას;
ვ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის მიერ მომზადებული ინიციატორისა და თავდაპირველი კრედიტორის ბოლო წლის ფინანსურ ანგარიშგებას;
ზ) სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და მის მომსახურე კომერციულ ბანკს შორის დადებულ, ლიკვიდური აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვის შესახებ ხელშეკრულებას ან ხელშეკრულების პროექტს;
თ) საბაზისო აქტივების აღწერასა და მათი შეფასების მეთოდებს;
ი) ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ გამოსაშვები სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას მათი რისკიანობის შესახებ;
კ) ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ გამოსაშვები სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტიდან/ინსტრუმენტებიდან და მათი საბაზისო აქტივებიდან გამომდინარე ფულადი ნაკადების თანხვედრის მაჩვენებლის შესახებ;
ლ) ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მომსახურე, საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის შესახებ;
მ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ მომსახურე პირებთან დადებული ხელშეკრულებების ასლებს ან ამ ხელშეკრულებების პროექტებს;
ნ) ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სეკიურიტიზაციის განსახორციელებლად ან მასში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დამატებითი საქმიანობის შესახებ;
ო) სეკიურიტიზაციის ფარგლებში მომსახურების გამწევი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მათთან დადებულ ხელშეკრულებებს ან ხელშეკრულებების პროექტებს, მათ შორის, სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ინვესტორთა წარმომადგენლობის ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს ან მათ პროექტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
პ) სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის პირობების აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას პოტენციური ინვესტორების შესახებ;
ჟ) სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს უახლესი შესაძლო თარიღისთვის;
რ) საკომისიოებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას;
ს) ინფორმაციას, აპირებს თუ არა სპეციალური მიზნობრივი ერთეული სესხის აღებას, მისი მიზნობრიობისა და ტიპის მითითებით;
ტ) ინფორმაციას შენარჩუნებული რისკის შესახებ, მათ შორის, მითითებას არჩეული მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მეთოდზე;
უ) კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაციას სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის ან/და შესაბამისი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტისთვის რომელიმე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poors, Moody’s, Fitch, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის შესახებ;
ფ) სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ინიციატორს შორის ამ წესის V თავით გათვალისწინებული ვალდებულებების განაწილების შესახებ ინფორმაციას;
ქ) ვებგვერდის მითითებას, რომლის მეშვეობითაც გამოქვეყნდება ინფორმაცია ამ წესის მე-19 მუხლის შესაბამისად.
2. სეკიურიტიზაციის კომპანიის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება. ამასთან, პირს ეკრძალება იყოს სეკიურიტიზაციის კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ:
ა) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში მას ჩამორთმეული აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება;
ბ) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სეკიურიტიზაციის მონაწილეს ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა სეკიურიტიზაციის მონაწილის კლიენტების უფლებები ან/და გამოიწვია სეკიურიტიზაციის მონაწილის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;
გ) სეკიურიტიზაციის მონაწილეში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;
დ) წარსულში იყო სეკიურიტიზაციის მონაწილის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს წევრი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის შედეგად სეკიურიტიზაციის მონაწილე/ფინანსური ინსტიტუტი გადახდისუუნარო გახდა;
ე) სეკიურიტიზაციის მონაწილის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მიმართ არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება;
ვ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;
ზ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის;
თ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, სასამართლომ იგი ცნო მხარდაჭერის მიმღებად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები მმართველი ორგანოს წევრების მიმართ აგრეთვე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ სპეციალური მიზნობრივი ერთეულის საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა.
4. თუ ავტორიზაციის შესახებ პირველადი განაცხადის წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზაციის გაცემამდე, ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში განხორციელდება არსებითი ცვლილება, ამის შესახებ განმცხადებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს. ასეთ შემთხვევაში, განაცხადის განხილვის ვადა თავიდან აითვლება.
5. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და განუსაზღვროს განმცხადებელს აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა.
6. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განმცხადებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მას ვადა, ფორმა და პროცედურა, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ უნდა იყოს 5 (ხუთ) სამუშაო დღეზე ნაკლები.
7. ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის თაობაზე ან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კანონის მე-10 მუხლის შესაბამისა