1. ამ წესის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი ზარალის ტრანშის შენარჩუნება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი გზით:
ა) საბალანსო ან გარესაბალანსო პოზიციების ფლობით;
ბ) უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მეშვეობით, თუ უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე გამოიყენება პირველადი ზარალის პოზიციად და შეადგენს საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ს.
2. თუ პირველადი ზარალის ტრანში აღემატება საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების 5%-ს, ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს შეუძლია, შეინარჩუნოს ასეთი პირველადი ზარალის ტრანშის პროპორციული ნაწილი იმ პირობით, რომ ეს ნაწილი ეკვივალენტური იქნება საბაზისო აქტივების ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის