ამ წესის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი შეიძლება შენარჩუნდეს ერთ-ერთი შემდეგი გზით:

ა) ინვესტორებისთვის მიყიდული ან მათთვის გადაცემული თითოეული ტრანშის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის პირდაპირ შენარჩუნებით;

ბ) საბაზისო აქტივის შენარჩუნებით, რომელიც მისი მფლობელისთვის წარმოშობს სეკიურიტიზაციის ტრანზაქციაში გამოშვებული თითოეული ტრანშის მიმართ საკრედიტო რისკს პროპორციულად თითოეული გამოშვებული ტრანშის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით;

გ) თითოეული საბაზისო აქტივის ნომინალური ღირებულების არანაკლებ 5%-ის შენარჩუნებით, იმ პირობით, რომ შენარჩუნებული საკრედიტო რისკი არის იმავე ხარისხის ან სუბორდინირებულია იმავე საბაზისო აქტივის საკრედიტო რისკთან  მიმართები