1. დაუშვებელია შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი იყოს საკრედიტო მიტიგაციის საშუალების ან საკრედიტო რისკის ჰეჯირების საგანი.

2. დაუშვებელია შენარჩუნებული მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე უფლების, სარგებლის ან ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ გაყიდვა, გადაცემა ან სხვაგვარად დათმობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს, თუ:

ა) ინიციატორი/თავდაპირველი კრედიტორი გადახდისუუნაროა;

ბ) ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებები შეზღუდულია კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმის საფუძველზ