1. კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რესეკიურიტიზაციის განხორციელებისას, ინიციატორი/თავდაპირველი კრედიტორი უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ წმინდა ეკონომიკურ ინტერესს თითოეული შესაბამისი ტრანზაქციისთვის.

2. რესეკიურიტიზაციის ინიციატორი არ არის ვალდებული, შეინარჩუნოს მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესი რესეკიურიტიზაციის ტრანზაქციისთვის, როდესაც დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი  პირობა:

ა) რესეკიურიტიზაციის ინიციატორი ასევე არის სეკიურიტიზაციის თავდაპირველი ტრანზაქციის ინიციატორი და ამ ტრანზაქციისთვის უკვე შენარჩუნებული აქვს მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესი;

ბ) რესეკიურიტიზაცია უზრუნველყოფილია აქტივების გაერთიანებით, რომელიც მოიცავს რესეკიურიტიზაციის ინიცირების თარიღამდე ინიციატორის მიერ თავდაპირველი სეკიურიტიზაციისას ზედმეტობით შენარჩუნებულ მინიმალურ წმინდა ეკონომიკურ ინტერესს;

გ) რესეკიურიტიზაციისა და თავდაპირველი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების/პოზიციების ვადიანობა ერთმანეთთან თანხვედრაშია.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისთვის, სეკიურიტიზაციის ინიციატორის მიერ გამოშვებული ტრანშების ხელახალი ტრანშირება არ წარმოადგენს რესეკიურიტიზაცია