1. ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც ეხება ავტორიზებულ სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დამატებით უნდა გამოქვეყნდეს ვებგვერდის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მთლიანობასა და დროულად შენახვას.
2. ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა უნდა შეინახოს იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები/ინფორმაცია სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის დასრულებიდან, სულ მცირე, 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.